პროექტი
1).პროექტის
სახელწოდება:რატომ ჩამდვიდე საქართველოში?!
2).მთავარი
იდეა: ჩვენ გვსურს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ისე დავუხატოთ საქართველოს მიმზიდველობა,რომ სურვილი გაუჩნდეს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა მიანიჭოს საქართველოში სტუმრობას.
3).პროექტის
აქტუალობა:1.პროექტის საშუალებით მოსწავლეებს კიდვ უფრო მეტი წარმოდგენა შეექმნებათ
თავიანთი ქვეყნის სამზარეულოს შესახებ სხვადასხვა კუთხეების მიხედვით,2.მოსწავლეები
გაეცნობიან ზღვის,მთისა და ბარის კურორტებს.3.მეტი წარმოდგენა შეექმნებათ ქვეყნის კულტურული
ღირებუიებების და ფოლკლორის შესახებ.4. მოსწავლეების ცოდნა კიდევ უფრო გაიზრდება იმ
საინტერესო და სანახაობრივი ადგილების შესახებ, რომლითაც ასე მდიდარია საქართველო.
5.და ბოლოს მოსწავლეები „სხვა შეთავაზებებში“შეეცდებიან გამოიკვლიონ და აღმოაჩინონ უფრო მეტი საინტერესო და მიმზიდველი თავიანთი ქვეყნის შესახებ.
4).პროექტის
მიზნები:პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს ჩამოუყალიბებს:
1.ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების
2.ურთიერთთანამშრომლობის
3.სამუშაოს დროში განაწილების
4.პრეზენტაციის
6.დასახული ამოცანის გადასაჭრელად შესაბმისი ქმედებების
და რესურსების შერჩევის
5.შეფასების
7.მიზნების ჩამოყალიბების და შესაბამისი ამოცანის დასახვის
და გადაჭრის უნარ-ჩვევებს.
5)მონაწილეთა
ასაკი:მეთერთმეტე კლასი
6)ხანგრძლივობა:ერთი თვე
7)მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებიშექმნიან ბლოგს,გადაიღებენ
სურათებს,დიდი ფორმატის ფურცლებზე შექმნიან რუკებს,გააკეთებენ ჩანაწერებს,ჩანახატებს,გადაიღებენ
ვიდეოს.
8)საგნობრივ
ჯგუფებთან კავშირი:
საგნები:ისტ;გეოგრაფია;ხელოვნება
9)პროექტის მსვლელობა:პროექტის თემის გაცნობის შემდეგ,რაკი
პროექტი საჭიროებს მრავალი კუთხით მუშაობას კლასს ვყოფ ჯგუფებად,სულ საჭიროა 5 ჯგუფი: ერთი ჯგუფი წარმოადგენს ქვეყნის სამზარეულოს( სხვადასხვა
კუთხის ); მეორე-საქართველოს კურორტებს(მთის,
ბარის, ზღვის); მესემე-საქართველოს კულტურას(ცეკვა,მუსიკა და სხვა); მეოთხე-საქართველოს
ღირშესანიშნავ ადგილებს; მეხუთე-და სხვა შეთავაზებები,სადაც
მოსწავლეები შეეცდებიან გამოიკვლიონ და აღმოაჩინონ უფრო მეტი საინტერესო და მიმზიდველი
სიახლე თავიანთი ქვეყნის შესახებ.ჯგუფებს ურიგდებათ დავალებები,ეცნობიან შესრულების
დროს ,იღებენ შესაბამის მითითებებს . ამის შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებში იწყებენ მოვალეობების
განაწილებას.პრეზენტაციისთვის დადგენილ დღეს მოწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას სკოლის
დარბაზში სადაც მიწვევლნი იქნებიან სკოლის დირექცია ,მოსწავლეები ,მასწავლებლები და
ნებისმიერი მსურველი.
10)პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტო აპარატი,კომპიუტერი,
პროექტორი, დიდი ფორმატის ფურცლები,რვეულები,ფერადი ფანქრები,რუკა,სხვადასხვა ლიტერატურა
საჭიროებისამებრ-ბიბლიოთეკიდან.
11)პროექტის ხელმძღვანელი:მანანა გაბადაძე
12)ხელმძვანელის ელ.ფოსტა:m.gabadadze1@gmail.com
13)ვებ-გვერდი/ბლოგი: mgabadadze1blogspot.com